Friday, May 8, 2015

გაკვეთილის თემა

,,მართლმსაჯულების ზარი’’ ნუგზარ შატაიძის /ძველი თქმულების მიხედვით/
სწავლების საფეხური

დაწყებითი საფეხური
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლის რაოდენობა და პროფილი
25
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე
0
ეროვნული სასწავლო გეგმით გასაზღვრული მისაღწევი შედეგები ინდიკატორები
  I v.2მოსწავლე სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის  ტექსტში შესაძლო შინაარსის შესახებ,ასახელებს წაკუთხულ  ტექსტში ასახულ ფაქტებს,მარტივი გამონათქვამებით აფასებს ნაწარმოებს,ახასიათებს პერსონაჟებს,მათ საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას.
 IV .4მოსწავლე დამოუკედებლად (ხმამაღლა, ჩუმად ) კითხულობს და იგებს  ტექსტის დედააზრს და შეურჩია მას შესაბამისი ანდაზა, ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის  თემას,აკავშირებს სათაურს ტექსტის  შინაარსთან.  კონსტექსტის მიხედვით ამოიცნობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას და განმარტავს მათ.
 IV.8ადარებს განაჩენის საკუთარ ვერსიას ნაწარმოებში მოცემულ ვარიანტს.წარმოსახვის გააქტიურებით შექმნა მოთხრობის ლოგიკური გაგრძელება, გადმოსცემს წერილობით.
   IV.6  მოსწავლე გამოხატავს   ლიტერატურული ტექსტის  მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
აქტივობის მიზნები
ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა  და გაგება
მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ ფაქტებზე
ნაწარმოების დედააზრის გაგება.
ენობრივი ცოდნის გააქტიურება
საინფორმაციო ტექსტის დაკავშირება ლიტერატურულ ტექსტში.
საკუთარი  ვერსიისა ტექსტში მოცემული მასალის შედარება.
წარმოსახვითი უნარის გააქტიურება
დამოუკიდებელი წერითი აქტივობის გამოვლენა.
ტექსტის თ ხრობა შინაარსის თანმიმდევრობის დაცვით
თანმიმდევრობა  აქტოვობა  და დრო
აქტივობა  1 (3წ)
მოსწავლეთა პროვოცირებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებთ კადრებს ფილმიდან  ,,მართლმსაჯულების ზარი’’
ვსვამ კითხვას -როგორ გესმით სიტყვა მართლმსაჯულება?
ვესაუბრები ,,მართლმსაჯულების ქალღმერთზე’’

აქტივობა  2  (7წ)

ტექსტს მთლიანად ვუკითხავ სანიმუშოდ.შემდეგ ვსვამ საკონტროლო კითხვას.
-რა განაჩენს გამოუტანდნენ მდიდარ კაცს?
შემდეგ მოსწავლეები გადაშლიან წიგნებსისევ, ვკითხულობ ვახდენთ ტექსტის ლექსიკური შინაარსის ანალიზს; განვმარტავ გამონათქვამებს;
მართლმსაჯულება- სამართალი, კანონიერება
უსურვაზი-- ველური ვაზი
ჯაგლაგი- უხეირო ცხენი
შეეხეტა-შემთხვევით აღმოჩნდა სადღაც
წუწურაქობა- სიძუნწე და სხვა
ვსვამ კითხვას,- კიდევრომელი სიტყვა დაგრჩათ გაუგებარი?
ამ მიზნით ვატარებ ჩუმ კითხვას.
ლექსიკური რუკა

კანონიერება
1.      მართლმსაჯულება
2.      უსამართლობა
3.      მართლმსაჯულების ზარი
4.       წესრიგის დარღვევა
5.      ეს მართლმსაჯულების ზარია
6.      მართლმსაჯულების ქალღმერთს თემიდა ჰქვია.
აქტივობა   3
წაკითხულის გააზრება  (5)წ
კითხვა -პასუხი

-ვინ არიან მოქმედი პირები?
-რა მოიფიქრა კეთილმა და გონიერმა მეფემ?რატომ?
-რატომ დადუმდა მართლმსაჯულების ზარი?
-როგორია მდიდარი კაცი?
-როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს მდიდარი კაცი ცხენის მიმართ?
-სწორად მოიქცა მდიდარი კაცი ცხენი რომ გააგდო?
-რამ ახმიან ,,მართლმსაჯულების ზარი და რა მოჰყვა მას?
-

რას ეძებდა ცხენი?
          -   როგორ იქცევიან ონავარი ბიჭები?სწორად იქცევიან ისინი?
-თქვენ როგორ მოიქცეოდით ონავარი ბიჭების ადგილას?

აქტივობა 4(4წ)
დამატებითი კითხვები ბარათებით, გრამატიკული მასალიდან;

პირველი ბილეთი
1.რა კითხვა  დაესმის ზეთსართავ სახელს?
2.რას გამოხატავს ბრძანებითი წინადადება?
3.როგორ წინადადებას ქვია კითხვითი?


მეორე ბილეთი
1.      როგორ წინადადებას ჰქვია გაუვრცობელი?
2.      რა კითხვა დაესმის რიგობით რიცხვის სახელს?

აქტივობა 5 (3წ )
სქემის შევსება
კარგი                            ცუდი
ხელმომჭირნე                წუწურაქი
                                       შეუბრალებელი
უპასუხისმგებლო


მდიდარი კაცი

ხელმომჭირნე
წუწურაქი
უმადური
უსინდისო
უპასუხისმგებლო
შეუბრალებელი


პირამიდის აგება
1.ხელმომჭირნე,წუწურაქი
2.ზაფხული, ქალაქი,მოედანი
3.მართლმსაჯულების ზარის დავიწყება ყველასაგან.
4.მარტოდმარტო,ბედის ანაბარა ცხენის დარჩენა.
5.ზარის ხმის მიწვდომა მოხუცი მოსამართლეების სმენასთან.
 6.ძუნწი მდიდარის მიყვანა და  განაჩენის გამოტანა.

აქტივობა     6  (3წ)
მიზეზშედეგობრივი სქემის შედგენა.
მიზეზი;მდიდარი კაცის სიძუნწე
1.შედეგი; უმადურობა
2.შედეგი;ცხენის  დატოვება ბედის ანაბარა.
3.შედეგი; სამართლის  დაკარგვა

აქტივობა   7 (3)წ
კითხვა --პასუხი
-რა განაჩენი გამუტანეს მდიდარ კაცს?
-როგორ ფიქრობთ სამართლიანი განაჩენი გამუტანეს მდიდარ კაცს?
-მდიდარი კაცი რომ არ ყოფილიყო წუწურაქი და უპასუხისმგებლო,მაშინ თუ შეძლებდა ცხენი მართლმსაჯულების აღდგენას?

ვესაუბრები ბავშვებს სინდისის, დაწერილი და დაუწერელი კანონების შესახებ,შევახსენე ადამიანის,კერძოდკი მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, წესები რომელთა შესრულება ადამიანის შინაგანი მორალიდან გამომდინარეობს,დახმარების გაწევა სხვებისათვის და ა,შ.
ვისაუბრეთ მოხერხებულობაზე.გავიხსენეთ ისეთი ნაწარმოებები,სადაც მსგავს თემაზეა საუბარი.(თევზაობა), (მესერი), მესამე კლასიდან.

აქტივობა 8  (3)წ
თამაში. გამოცანა -წამყვანი
ბავშვები    აკეთებენ წრეს.მასწავლებელი ირჩევს ერთ   მოსწავლეს,რომელიც      იხუება და ირჩევს კიდევ ერთ მეორეს, რომელიც არის წამყვანი.წამყვანი აკეთებს ვარჯიშებს და ყვება მთელი კლასი.დახუჭულიულმა ბავშვმა უნდა გამოიცნოს თუ ვინ არის წამყვანი.
აქტივობა 9. (3 წუთი)
წიგნში მუშაობა.
მოსწავლეებს ვამახვილებინებ ყურადღებას ტექსტის ბოლოს მოცემულ ხატოვან გამონათქვამებზე და განუმარტავთ თითოეულ მათგანს. ,,სიბერე ლომსაც მოერევაო“ ,,სიბერე ძლიერსაც ერევა“ ,,შენი ჯაგლაგი გერჩივნოს სხვის ბედაურსაო“ - შენი უხეირო ცხენი გერჩივნოს სხვის კარგ ცხენს.  ,,სიბერე - ჭირთა სიბევრე“ სიბერეში ბევრი გაჭირვება გვხვდება.  ,,სიმართლე თვლათა სინათლე“ ვეკითხები მოსწავლეებს ყველაზე მეტად რომელი გამონათქვამი შეეფერება თქმულების დედააზრს.       (,,სიმართლე- თვალის სინათლე“)
აქტივობა 10 (4წთ)
ჯგუფური მუშაობა
I ჯგუფი
-         რა მოიფიქრა გონიერმა და კეთილმა მეფემ სამართლიანობის დასამკვიდრებლად?
II ჯგუფი
-         რატომ დადუმდა მართლმსაჯულების ზარი?
III ჯგუფი
-რამ აახმიანა მართლმსაჯულების ზარი?
IV ჯგუფი
-რა მოჰყვა ზარის რეკვას?
აქტივობა 11 (3 წთ)
პრეზენტაცია
აქტივობა 12 (2წთ)
თამაში ხატვა შეთანხმებით
დაფასთან გამოვიყვან ორ მოსწავლეს, ერთ ცარცს ხელში აიღებს ორივე ერთად შევთავაზებ დახატონ რაც სურთ მათ ცალცალკე(რათქმაუნდა ნახატი არ გამოვა ) შემდეგ შევთავაზებ მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ. დახატონ ერთი ნახატი ორივემ ერთად (ნახატი გამოვა) დასკვნა შედეგის მისაღწევად აუცილებელია შეთანხმება.
აქტივობა 13 (2წთ)
ვაჯამებთ გაკვეთილს

-რა იყო ჩვენი გაკვეთილის მთავარი სათქმელი?
-რა მოგვეწონა და რა არ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილიდან?
-რას შეცვლიდით?

ვაძლევ დავალებას.
1.გაკვეთილი თხრობით
2.თემა დასაწერად: ,,როგორ წარმოგიდგენიათ ამ ნაწარმოების გაგრძელება?
შეფასება
სიტყვიერი კომენტარი (განმავითარებელი შეფასება)
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური ჯგუფური
საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო, საწერი კალამი, რვეული, ფანქარი, დაფა, ცარცი


No comments:

Post a Comment